LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს, მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი

68
კახა-კალაძე-1

ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის შესწორებებით მიღებულ ანგარიშს თბილისის მერი აფასებს.

47 მომხრე, 5 წინააღმდეგი – ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს შესწორებებით მხარი დაუჭირა

როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, მიღებულ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. მისივე თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის, რას წარმოადგენს და რა საქმეები გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილს.

ევროპარლამენტარები: გამოვხატავთ შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ანალოგიური რეზოლუციის მიღება ხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ რეზოლუციაში მთელი რიგი არასწორი საკითხების ჩაწერა ხდება და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციას თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არანაირი ფასი არ აქვს. იმიტომ, რომ საქართველოში მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და რას წარმოადგენს ის, რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი სამშობლოსთვის და ხალხისთვის.

ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი საზოგადოებამ და ამ საქმეების კეთება ბიძინა ივანიშვილს გუშინ ან გუშინწინ არ დაუწყია.

შესაბამისად, ის რაც რეზოლუციაშია მოცემული, ამ ყველაფერს ნამდვილად არ ვეთანხმები. რაც შეეხება ევროპულ გზას, ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თუნდაც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, იგივე თუნდაც 12 პუნქტიანი დათქმა, ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულებული და გაკეთებული იქნება, იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ლელო“: პოლიტიზებული მართლმსაჯულების, პოლიტპატიმრების და ოლიგარქიული მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების მცირე შანსი აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g