LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო“: პოლიტიზებული მართლმსაჯულების, პოლიტპატიმრების და ოლიგარქიული მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების მცირე შანსი აქვს

74
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელო“ მართლმსაჯულების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება პოლიტიზებულია და ამის ნათელი მაგალითი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური პატიმრების და ოლიგარქიული მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი არ აქვს.

ამავე განცხადების თანახმად, ევროპარლამენტის ანგარიში „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების“ შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ, ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია.

„დოკუმენტის ტექსტი და შესწორებები მიღებულ იქნა სრული პოლიტიკური კონსენსუსით, მას მხარს უჭერს ევროკავშირის ყველა პოლიტიკური ძალა. მათ შორის, „სოციალისტური პარტია“, რომლის წევრიც გახლავთ „ქართული ოცნება“ და სწორედ „სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენელი – სვენ მიქსერი იყო ზემოაღნიშნულ საკითხზე მთავარი მომხსენებელი. დოკუმენტი ადგენს, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიზებული მართლმსაჯულება. ამის მაგალითია ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ წარმოებული საქმე და ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევა.

ევროპარლამენტარები: გამოვხატავთ შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში

დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ სამართლებრივი დევნის ერთადერთი მოტივაცია იყო პოლიტიკური, რაც დაადასტურა ევროპარლამენტმა. დარწმუნებულები ვართ, რომ იგივე განმეორდება სტრასბურგის სასამართლოშიც. ანგარიშმა ცხადყო, რომ როდესაც ევროკავშირი საუბრობს დეოლიგარქიზაციის შესახებ, საუბარი შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების გათავისუფლებას ივანიშვილის გავლენისგან.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე „ლელოს“ სწორი პოზიცია. ნიკა გვარამიას, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ დამფუძნებლების საქმეები ანგარიშში ასევე მოხსენიებულია, როგორც მედიის წინააღმდეგ მართლმსაჯულების გამოყენების ფაქტები“, – აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.

ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშში მომზადებული ცვლილებებით, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას  სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენ, ხოლო გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებენ 

პარტიაში იმედს გამოთქვამენ, რომ ზემოაღნიშნულს პრეზიდენტი გაითვალისწინებს გვარამიას საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენებაზე, მათი მიმართვის განხილვისას.  განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ლელოს“ პოზიციაა, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ.

როგორც „ლელო“ განცხადებაში აღნიშნავს, ეს საკითხი ასევე გაზიარებულია ევროპარლამენტის ანგარიშში და აღსანიშნავია, რომ ამ მოთხოვნის ავტორი „სოციალისტური პარტია“ „ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტიაა.

„ცალსახაა, რომ მსგავსი ფართო პოლიტიკური კონსენსუსის ფონზე, „ქართული ოცნებამ“ სერიოზული საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ევროპულ მომავალს. სისულელეა „ქართული ოცნების“ განაცხადი, რომ ევროპარლამენტის ანგარიშს არ აქვს ზეგავლენა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ევროპარლამენტში წარმოდგენილი პარტიები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებას წარმოადგენენ, შესაბამისად, პოლიტიკური პოზიცია, რომელიც იკვეთება ევროპარლამენტში, ვერ გადაიხედება.

მაგალითად, თუ სოციალისტები ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, სხვა პოზიციას სოციალისტი პრემიერი ვერ დაიკავებს ევროპულ საბჭოში და იგივე შეეხება ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას, რადგან პოლიტიკური კონსენსუსია და გასაგებია, რომ ეს არის სრული ევროპული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მოსაზრება.

საინტერესოა, რა პასუხის გაცემას აპირებს „ქართული ოცნება“ საკუთარი პოლიტიკური პარტნიორებისთვის ევროპაში. ეტყვის თუ არა, მაგალითად, „სოციალისტურ პარტიას“, რომ მათ პოზიციას და სიტყვას ევროპარლამენტში „ჩალის ფასი აქვს.“

პაპუაშვილი: ევროპარლამენტი არაა ის სტრუქტურა, რომელიც შეაფასებს საქართველოს წინსვლას

„ლელოს“ სურვილია, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ როგორც ამ ანგარიშიდან კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მიზანმიმართულად ანგრევს ჩვენი ქვეყნის შანსებს. პოლიტიზებული მართლმსაჯულების, პოლიტიკური პატიმრების და ოლიგარქიული მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების მცირე შანსი აქვს.“– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კობახიძე გვარამიას განაჩენის გადახედვის მოწოდებაზე: ჩვენთვის ოდიოზური ევროპარლამენტარების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს

mazda magti 5g