LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „როგორ შეიძლება დღეს ვინმე იძულებით სადმე წაიყვანო? ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ – თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე?“

165
კახა კალაძე

„როგორ შეიძლება დღეს, 2024 წელს, ვინმე იძულებით სადმე წაიყვანო და გამოიყვანო? ეს წლები ხომ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ და დავასრულეთ. შესაბამისად, იძულებითი წესით ადამიანების გამოყვანა ვერ იქნება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნულით 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

კალაძემ საზოგადოებას მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს აქციაზე და თქვა, ჟურნალისტებს აქვთ მცდელობა, საჯარო მოხეელეები, რომელთაც შესაძლოა შეკრებაზე მისვლის სურვილი ჰქონდეთ, დათრგუნონ:

გურამ მაჭარაშვილი: „საზოგადოება ცივილიზებულ სამყაროს კიდევ ერთხელ გააგონებს, რომ საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, პოლიტიკურ ჭინკებს არავინ ეკითხება, ვინ სად შეიკრიბება“

„რა, საჯარო მოხელე არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე? აქცია არის საღამოს 20:00 საათზე, სამუშაო დღე კი სრულდება საღამოს 18:00 საათზე. შესაბამისად, შესაძლებელია, ადამიანები გამოვიდნენ, არანაირი პრობლემა არ არის.

თქვენ გაქვთ მცდელობა, რომ დათრგუნოთ ეს ადამიანები. მე მინდა, ყველას მოგიწოდოთ, მეგობრებო, არ მოუსმინოთ, იმოქმედეთ, როგორც თქვენი გული გიკარნახებთ. 

დღეს ქვეყანას, ვიცით, რომ სჭირდება ერთად დგომა, დღეს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ იმ ბოროტ ძალებზე, რომლებიც ხედავთ, რა განცხადებებს აკეთებენ, რა მოწოდებებს.

შალვა პაპუაშვილი: „29 აპრილს მობრძანდით და ნახავთ, ვის დასანქცირებას აპირებს ევროპარლამენტართა ჯგუფი, მათ უნდათ მორჩილი ქართული საზოგადოება, რომელიც კითხვებს არ დასვამს“

დღეს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სიმშვიდე, სიმშვიდის შენარჩუნება, შესაბამისად, საჯარო მოხელესაც, რა თქმა უნდა, აქვს უფლება და შესაძლებლობა, მოვიდეს და დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას. წამოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები, მეზობლებსაც უთხარით, თქვენს საახლობლოს, რაც შეიძლება მოდით მეტი, ეს არის მოწოდება.

ასევე ნახეთ

„„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი” არის დემოკრატიული, ერთადერთი, რასაც ითხოვს, გამჭვირვალობაა და დეკლარაციის წარდგენა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს საიდან ფინანსდებიან ორგანიზაციები.“

თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე  მოვიდეს? რატომ არ უნდა მოვიდეს?“ – განაცხადა კახა კალაძემ.

magti 5g