LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნის რეპუტაციას კი არ აზიანებს, იმაზე მიანიშნებს, რომ არავის აქვს უფლება, მოსახლეობას მის მსგავსად მოექცეს“

190
Untitled design (1)

ლონდონში, Chatham House-ის, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება.

,,ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავი წინაშე ვაგებ” – პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე

კახა კალაძის თქმით, „ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა“.

„წინა მმართველობა, რაც მოსახლეობისთვის უბედურების მომტანი იყო, დემოკრატიით ინიღბებოდა, ხალხს ამას აჯერებდნენ. ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, ვინც უნდა იყოს, კანონის წინაშე ყველა თანასწორები ვართ. ეს კი არ აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, პირიქით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არავის აქვს უფლება, ქვეყნის მოსახლეობას ისე მოეპყროს, როგორც ამას სააკაშვილი და მისი გუნდი წლების განმავლობაში აკეთებდნენ“, – თქვა კახა კალაძემ.

ცნობისათვის, Chatham House-ში სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე, სააკაშვილთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

„კითხვა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და გეთანხმებით, რომ რეპუტაციული მხრივ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ სადმე სხვაგან ყოფილიყო. ეს მთავრობის მისაღები გადაწყვეტილებაა. ბევრი გზებია, რითაც სხვა ქვეყნებს ეს პრობლემები მოუგვარებიათ – შინაპატიმრობა, ექსტრადიცია, რადგან უკრაინამ აჩვენა, რომ ის მზად არის, ექსტრადიციისთვის, თუმცა არ ვიცი [მოთხოვნა] ფორმალურად თუ მოხდა. ასე რომ, ეს შესაძლებლობები არსებობს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები