LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა.. თბილისში პიკის საათში 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს“

143
Untitled design (6)

„საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა. თბილისში პიკის საათში 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს. წარმოგიდგენიათ? გუშინ ამას დაემატა ავტოსაგზაო შემთხვევები – ვაკე-საბურთალოს მიდამოებში გუშინ 54 ავტოსაგზაო შემთხვევა იყო. ეს საოცრებაა, ცხადია, ამ ყველაფერს თავისი გავლენა აქვს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებთან სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრის დროს განაცხადა.

„კეთილის მოსურნეებს ვთხოვ, ნუ შემოვარდებიან ფრაზებით, თითქოს ეს არის საზოგადოებაზე გადაბრალების მცდელობა“- რა განმარტებას აკეთებს დღევანდელ საცობზე ვიქტორ წილოსანი 

კახა კალაძის თქმით, „ერთადერთი გზა, რაც დედაქალაქში საცობების მხრივ არსებული პრობლემების გამოსწორებას შეძლებს, ის პოლიტიკაა, რასაც დედაქალაქის მერია ატარებს“.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, ავტობუსები. იცით, რომ დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსები მალე დაგვემატება, რომ უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ. უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც ავტობუსი, ასევე მიკროავტობუსი და რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტები.

მესმის, ამ სამუშაოების დროსაც არის დისკომფორტი, პრობლემა. დღეს წერეთლის გამზირი გადაკეტილია და მოძრაობა ჭირს, რადგან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, სხვანაირად შეუძლებელია. მაშინ რა ვქნათ, არ გავაკეთოთ? ძალიან მარტივ რაღაცას გეუბნებით, ოპოზიციაში ჩვეულებრივი სპეკულანტები არიან. აღნიშნული თემით სპეკულირებენ.

გამოვედი, კიდევ ერთხელ ვთქვი და ხაზი გავუსვი, თუ გაქვთ რაიმე და იცით, მზად ვართ, მოიტანეთ, ან გააკეთეთ განცხადებები და გავაკეთებთ. მაგრამ უბრალოდ ძახილი, რომ ის არასწორს აკეთებს, კარგი, მე არასწორს ვაკეთებ, რა არის სწორი? გვითხარით. მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ექსპერტები ჩართულები არიან და გვეუბნებიან, რა უნდა გაკეთდეს. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები.

ვაშაძის თემა მინდა გავიხსენო, გამოვიდა და თქვა, რომ მერი არასწორად აკეთებს, „სისტრამ“ დაუწერა რაღაცები და იმას არ ასრულებსო. გამოდგა, რომ ეს არის ტყუილი, სიცრუე. თვითონ აღნიშნული კომპანიაც გამოვიდა, ბატონი ვაშაძე სიცრუეში დაადანაშაულა. მერე მივმართე მას, რომ თუ იცის რამე, წარმოადგინოს და მზად ვართ განვიხილოთ. გამოვიდა და კომისიები შევქმნათო, სასაცილოა ეს ყველაფერი“, – თქვა კახა კალაძემ.

„საცობმა შეჭამა ეს ქალაქი. „გადაჯექი ავტობუსშიო“ და ადგილი არ არის, „გადაჯექი მეტროშიო“ და ადგილი არ არის. ეს ცხოვრებაა? კატასტროფაა“ – ვაშაძე კალაძეს მიმართავს 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, თბილისის მერია ზედმიწევნით მიყვება ჩვენ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს“ – „სისტრა ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს

კახა კალაძე: „გიორგი ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g