LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან – ძალიან ფრთხილად იყვნენ, აქციის ჩატარება უნდათ მშვიდობიანად?! კეთილი ინებონ და მშვიდობიანად ჩაატარონ

120
კახა კალაძე

არავის მივცემთ შესაძლებლობას დაპირისპირების, რევოლუციის. ჩვენ უკვე წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც რევოლუციით ხდებოდა ხელისუფლების ცვლილებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, აქტივისტებმა ,,კეთილი ინებონ და აქციები მშვიდობიანად ჩაატარონ”.

„ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან. ძალიან ფრთხილად იყვნენ. აქციის ჩატარება უნდათ მშვიდობიანად?! კეთილი ინებონ და მშვიდობიანად ჩაატარონ, მაგრამ, როგორც კი გადაცდომა იქნება ამას მოჰყვება ძალიან მკვეთრი რეაგირება, რა თქმა უნდა ისიც კანონის ფარგლებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები