LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძეს ქართველი მხატვრების ფერწერულ ტილოებში 245 ათასი დოლარი აქვს გადახდილი

759
kaladzee

თბილისის მერი კახა კალაძე ქართველი მხატვრების – ელენე ახვლედიანისა და ლადო გუდიაშვილის ფერწერულ ტილოებს ფლობს.

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებულია, რომ კახა კალაძე ლადო გუდიაშივლისა და ელენე ახვლედიანის სამ-სამი ფერწერული ტილოს მფლობელია. 5 ფერწერულ ტილოში კახა კალაძეს, დეკლარაციის მიხედვით, 245 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი, სხვადასხვა დროს. ერთ-ერთი მათგანი კი, ჩუქების სახით აქვს მიღებული.

  • ლადო გუდიაშვილი ფერწერული ტილო – 20 000 $, შეძენის თარიღი – 2000 წ.
  • ლადო გუდიაშვილი ფერწერული ტილო – 50 000 $, შეძენის თარიღი – 2005 წ.
  • ლადო გუდიაშვილი ფერწერული ტილო – 120 000 $, შეძენის თარიღი – 2007 წ.
  • ელენე ახვლედიანის ფერწერული ტილო – 15 000 $, შეძენის თარიღი – 2006 წ.
  • ელენე ახვლედიანის ფერწერული ტილო – 40 000 $, შეძენის თარიღი – 2008 წ.

ცნობილი ქართველი მხატვრების კონკრეტულად რომელ ტილოებს ფლობს კახა კალაძე, დეკლარაციაში მითითებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ კალაძეს ქართველი მხატვრების ნამუშევრები 2000 წლიდან 2009 წლამდე აქვს შეძენილი, ამის შემდეგ მას, დეკლარაციის მიხედვით, ფერწერული ტილოები აღარ შეუძენია.

magti 5g