LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიაში ახალი Bugatti Chiron და Pagani Huayra ბიტკოინებზე გაიყიდა

14

ინვესტორები, რომლებიც ბიტკოინებს შოულობენ, კრიპტოვალუტას დიდად არ ენდობიან და ცდილობენ სწრაფად გადაცვალონ ნაკლებად საშიშ ნივთებში.

ერთბაშად ორი ჰიპერქარი Bugatti Chiron და Pagani Huayra კალიფორნიაში, სადილერო ცენტრ Pagani Newport Beach-დან გაიყიდა. ისინი ერთმა გამოცდილმა ბიტკოინ ინვესტორმა შეიძინა. შენაძენი მას დაახლოებით 6 მილიონი დოლარი დაუჯდა, თუმცა მან ეს თანხა მთლიანად ბიტკოინებით გადაიხადა.

საინტერესოა, რომ ახალ კრიპტოვალუტას – ბიტკოინს დღეს ყველა არ ენდობა. კრიპტოვალუტამ ღირებულებაში ზრდა ძალიან სწრაფად დაიწყო და ერთგვარ ფინანსურ პირამადას ჰგავს. ყველაზე მაღალი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 2017 წლის დეკემბრის თვეში დაფიქსირდა. 1 ბიტკოინი 19 000 დოლარზე მეტს შეადგენდა. ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზით, 2018 წლის ბოლოს 50-60 000 დოლარს მიაღწევს. თუმცა, კრიპტოვალუტამ შესაძლოა ასევე სწრაფად დაიკლოს ღირებულებაში, რადგან არავითარი უზრუნველყოფა მას არ გააჩნია.

სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გამომუშავებული ბიტკოინების დახარჯვა იმ ადამიანმა, ვინც ორი ჰიპერქარი შეიძინა. დღევანდელი კურსით, ორივე ავტომობილი 6 მილოიონი დოლარი ანუ 450 BTC დაჯდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები