LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალოიანი: “შევდივართ მეოთხე ტალღაში, ერთადერთი გამოსავალი სწრაფი ვაქცინაციაა, წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება მძიმე აგვისტო და განსაკუთრებით სექტემბერი”

86
200481850-184737816915615-7423981030190001398-n

„ევროპული საქართველოს“ მდივანი ჯანდაცვის საკითხებში, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ექიმი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ საქართველო ე.წ “მეოთხე თალღაში” შედის.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი სწრაფი ვაქცინაციაა.

„ჩვენ მეოთხე ტალღაში შევედით , შევედით ხელისუფლების არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო. დღეს უწევს ჯანდაცვის მინისტრს აღიარება , რასაც ჩვენ წელიწადნახევრის წინ ვამბობდით, თურმე შარშან ზაფხულში რაც დაგვიანდა ღონისძიებები და იმის შედეგს ახლა ვიმკით. დიახ, დაგვიანდა და ჩვენ მივუთითებდით და ვთხოვდით გაეთვალისწინებინათ , მაგრამ არავის გაუთვალისწინებია. ჩვენ შევდივართ მეოთხე ტალღაში, ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი ვაქცინაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება მძიმე აგვისტო და განსაკუთრებით სექტემბერი. რაოდენობამ ცალსახად აჩვენა, რომ მოსახლეობას აქვს სურვილი აიცრას, აქვს ნდობა ვაქცინაციის მიმართ და ამას ხელისუფლების მხრიდან სჭრიდება ორგანიზება, ინფორმირება და კარგი ლოჯისტიკა. ამ შემთხვევაში მოქალაქეების დამყოლობა იქნება მაღალი“ , – განაცხადა კალოიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g