LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამერონ დიასი კინოს უბრუნდება

406

წლის დასაწყისში, კამერონ დიასი და მისი მეუღლე, ბენჯი მედენი მშობლები გახდნენ, მათ გოგონა სუროგატმა დედამ გაუჩინა. მსახიობმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დედის როლი საოცრად მოსწონს და შვილთან დროს დიდი სიამოვნებით ატარებს.

„მე ბედნიერი ვარ, დედობა საუკეთესო რამაა, რაც კი ოდესმე გადამხდენია“, – აღნიშნა დიასმა.

სულ ცოტა ხნის წინ კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ 45 წლის ვარსკვლავი შესაძლოა კინოში დაბრუნდეს.

„კამერონი კინემატოგრაფიაში უკვე 20 წელია რაც მოღვაწეობს, მას დასვენება სჭირდებოდა, ახლა კი დროა, თავის საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდეს, ის ამის შესახებ აქტიურად ფიქრობს“, – აცხადებს ინსაიდერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები