ცოტა ხნის წინ ლიონელ მესის, რომელმაც გასულ სეზონში 36 გოლი გაიტანა ლა ლიგაში, ევროპის საუკეთესო ბომბარდირისათვის დაწესებული პრიზი, “ოქროს ბუცი” გადაეცა.
მესიმ პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში მეექვსედ მოიგო.
2009/10 წლების სეზონში მან “ოქროს ბუცი” 34 გატანილი გოლით დაიმსახურა, 2011/12 წლების სეზონში – 50, 2012/13 წლებში – 46, 2016/17 წლების სეზონში – 37, ხოლო 2017/18 წლებში — 34 გატანილი გოლით.
არგენტინელმა ვარსკვლავმა მოგებული ჯილდო “ბარსელონას” მუზეუმს გადასცა. მესის მეექვსე „ოქროს ბუცი“ უკვე მუზეუმის სხვა ექსპონატებს შორისაა და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.