კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადასინჯვას გეგმავს.
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ 28 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „კანადა შეშფოთებულია ამომრჩეველზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და საარჩევნო დღის სხვა დარღვევების ფართოდ გავრცელებული ფაქტებით, რომლებზეც იუწყებიან ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლები“
„ამ [ცნობებს] ყურადღება უნდა მიექცეს და გამოძიებულ უნდა იქნას. დიდ შვიდეულთან და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინირებით და არჩევნების ჩატარების და შედეგების გათვალისწინებით, კანადა გადასინჯავს მის ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან“ – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აღნიშნულია რომ „კანადა ღია რჩება საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, თუკი საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და ყურადღებას მიაქცევს ბოლო პერიოდში დემოკრატიის უკუსვლას“
„ჩვენ ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ პატივი სცეს ინდივიდთა უფლებებს და უსაფრთხოებას, მშვიდობიანი პროტესტის კონტექსტში.
ქართველებს ვაქებთ აქტიური მონაწილეობისთვის საარჩევნო პროცესში, მათ შორის ამომრჩევლების, საარჩევნო თანამშრომლების და მოქალაქე დამკვირვებლების რანგში“.
შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს