კანადის მთავრობამ აშშ-დან იმპორტირებულ ყველა ავტომობილს 25%-იანი გადასახადი დაუწესა. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმა მიიღო და ის გახდა იმ სავაჭრო ომის პასუხი, რომელიც დონალდ ტრამპმა წამოიწყო. გარდა სატრანსპორტო საშუალებებისა, ახალი ტარიფები შეეხებათ ავტო ნაწილებსაც. გადაწყვეტილება ვრცელდება მზა მანქანებზე, რაც მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის თავისუფალი ვაჭრობა გაუქმდა.
გადასახადი დაეკისრება ყველა ავტომობილს, რომელიც 75%-ით ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე წარმოებული ნაწილებისგან შედგება. ხელისუფლება ფიქრობს, რომ სავაჭრო ომი 25 მილიარდი დოლარის პროდუქციას შეეხება.
ახალი გადასახადებით მიღებული შემოსავალი კანადამ ავტო წარმოების სფეროში დასაქმებულთა დასახმარებლად უნდა მიმართოს.