LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში გატაცებული ავტომობილების დიდი პარტია სხვა კონტინენტზე იპოვეს

83
stolencars

გატაცებული ავტომობილებით სავსე კონტეინერი იტალიის პორტში იპოვეს. გამოცემა Toronto Star–ის ინფორმაციით, მანქანების საბოლოო დანიშნულება თურქეთი იყო და მათ გადატანას ზღვით აპირებდნენ.

საეჭვო კონტეინერებით პოლიცია დაინტერესდა და მათი გახსნის შემდეგ დიდი სიურპრიზი დახვდა. შიგნით ბევრი ძვირადღირებული მოდელი, მათ შორის Chevrolte Camaro, ასევე Lexus–ის, Mercede-Benz–ის, Land Rover–ისა და BMW–ს რამდენიმე ეგზემპლარი იყო განთავსებული. 40–მდე მანქანის ღირებულება გამოძიებამ 1,5 მილიონ დოლარად შეაფასა.

ავტომობილები უკან კანადაში დააბრუნეს და სამართალდამცავები მათი მფლობელების მოძებნას ცდილობენ.

იტალიური პრესის ინფორმაციით, 40 ავტომობილი მხოლოდ ნაწილი იყო იმ უზარმაზარი არალეგალური პარტიის, რომელიც იტალიასთან ერთად სხვა ქვეყნებშიც შეიტანეს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ასეულობით საეჭვო სატრანსოპორტო საშუალებაა ნაპოვნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g