კანადელმა დიჯეიმ Deadmau5, რომელიც ავტომობილებისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევა, ახალი სუპერქარი შეიძინა მაგრამ, ამჯერად კატისთვის – იტყობინება Celebrity Cars Blog.
მუსიკოსმა მინიატურული Lamborghini თავის კატას წარუდგინა, რომელიც, როგორც სურათიდან ჩანს კომფორტულად მოთავსდა ახალ სატრანსპორტო საშუალებაში.
ამავე პორტალის ცნობით, პოპულარული ადამიანები ხშირად უკეთებენ მსგავს სიურპრიზს საკუთარ შვილებს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცნობილი ადამიანი საკუთარი კატისთვის ყიდულობს სატრანსპორტო საშუალებას.