LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადელმა სახლი გაყიდა, რათა Rolls-Royce ელექტრომობილად გადაეკეთებინა

39
rolcroyce

Rolls-Royce-ის პირველი სერიული ელექტრომობილი დღის სინათლეს 2024 წელს იხილავს. მანამდე კი ერთ-ერთი Rolls-Royce Ghost-ის მფლობელმა ელექტრონული ძრავა თავისი ძალებით დაამონტაჟა. მიზნის მისაღწევად ბიზნესმენ ვინსენტ იუს სახლის გაყიდვა დასჭირდა. მამაკაცმა ახლობლების ნერვებიც შეიწირა, რადგან ავტომობილის გარდაქმნას მთელი 4 წელი მოანდომა.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც კანადელს ქალიშვილმა უთხრა რომ არ ივლიდა ავტომობილით, რომელიც გარემოს აბინძურდება. იმის ნაცვლად, რომ ვინსენტს ელექტრომობილი ეყიდა, გადაწყვიტა თავისი სედანი ეკოლოგიურ სატრანსპორტო საშუალებად გადაექცია.

6,6 ლიტრის მოცულობის V12 ძრავის ნაცვლად მან კაპოტის ქვეშ „ტესლას“ ელექტროძრავი და ელემენტი მოათავსა. ახალი ძრავის მახასიათებლები უცნობია, თუმცა ავტომოყვარული ირწმუნება, რომ მის ქმნილებას ერთი დამუხტვით 500 კილომეტრის გავლა შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g