„ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები უნდა აისახოს და ვიმედოვნებ, რომ იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირის მხრიდან, რომ თუ კანონის საბოლოო ვერსია მიიღება, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირის გზას“ – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება გამოვიდეს დღევანდელ შეხვედრაზე, არის ის, რომ იქნება განახლება, საჯარო განახლება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები უნდა აისახოს და ვიმედოვნებ, რომ იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირის მხრიდან, რომ თუ კანონის საბოლოო ვერსია მიიღება, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირის გზას“ – აღნიშნა მინისტრმა.
„აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის“ – ჯოზეფ ბორელი
კითხვაზე, რას ნიშნავს ეს, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა:
„იქნება გადაწყვეტილება, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს პირობით და ეს პირობები არ შესრულდა, ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი აღარ არის“, – აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს, მან უპასუხა:
“პოლიტიკურად კი, ეს პოლიტიკური კონცეფციაა. ასე რომ შეიძლება შეჩერდეს” – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.