სულ ცოტა ხნის წინ ეპატაჟურმა ჰიპ-ჰოპ არტისტის, კანიე უესტის ახალი, რიგით მეათე სტუდიური ალბომი Donda გავრცელდა. მალევე კანიემ განაცხადა, რომ ნამუშევარი მისი ნებართვის გარეშე გამოაქვეყნეს.
„ალბომი ჩემი ნებართვის გარეშე გაავრცელეს“ – კანიე უესტის ახალი ალბომი Donda გაავრცელდა
ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ ახალმა ალბომმა Donda მუსიკალურ პლატფორმა Apple Music-ზე რეკორდი დაამყარა. სტუდიურ ნამუშევარს გამოსვლიდან 24 საათში მხოლოდ აშშ-ში 60 მილიონზე მეტჯერ მოუსმინეს, აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე წლის საუკეთესო შედეგია. ასევე, ჩანაწერმა ანალოგიური რეკორდი მოხსნა სტრიმინგ სერვის Spotify-ზეც.