LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი რეპერი, კანიე უესტი თბილისში კონცერტს გამართავს

351
2026-04-04_16-48-06_497040

Starring Georgia-ს ფარგლებში, 12 ივნისს, საქართველოში ცნობილი ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი, 21 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი კანიე უესტი ჩამოვა და კონცერტს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გამართავს.

პროგრამა ცნობილ კომპოზიციებსა და ასევე ვიზუალურ ელემენტებს გააერთიანებს.

განსაცვიფრებელი სცენა, სპეციალური სტუმრები და ინციდენტები – კანიე უესტის ახალი ალბომის საპრეზენტაციო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ცნობისთვის, 1-ელ აპრილს, ლოს-ანჯელესში, SoFi სტადიონზე, კანიე უესტმა (Ye) ახალი ალბომის – Bully საპრეზენტაციო კონცერტი გამართა. ეს იყო მისი პირველი მასშტაბური გამოსვლა აშშ-ში 2021 წლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ კანიე უესტმა მეთორმეტე სტუდიური ალბომი – Bully, 28 მარტს გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები