გასულ თვეს კანიე უესტი მორიგ სკანდალში გაეხვია. მან X-ზე პოსტი გაავრცელა, რომელშიც ბიონსესა და ჯეი ზის ტყუპებს განუვითარებლები უწოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისინი ჰიპ-ჰოპ არტისტისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებდნენ.
და აი, უესტმა წყვილს მოუბოდიშა, თუმცა საკმაოდ უცნაურად.
„ვწუხვარ, ჯეი ზი, მე თავს ცუდად ვგრძნობ საკუთარი პოსტის გამო, თუმცა მაინც ცუდი გრძნობაა, როცა გასაჭირში მეგობრები მიგვატოვებენ“, – დაწერა უესტმა.
თუმცა, X-ზე პოსტის გავრცელებიდან ერთ საათში მან წყვილის შესახებ მორიგი უადგილო, ავანტიურული ფრაზა გააჟღერა.
„ნეტავ ბიონსე არასდროს აძლევდა ჯე ზის სხვა ქალებთან სექსის უფლებას?! ერთ-ორჯერ მაინც?“, – დაწერა კანიემ.
ჯერჯერობით ბიონსესა და ჯეი ზის ამ თემაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.


