როგორც ცნობილია, კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი ერთმანეთს 6 წლიანი ქორწინების შემდეგ ოფიციალურად დაშორდნენ. როდესაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა, ინტერნეტსივრცეში არტისტისა და 36 წლის ვიზაჟისტის, ტრანსგენდერი ჯეფრი სტარის რომანსის შესახებ აქტიურად ალაპარაკდნენ.
ფოტო/ვიდეო: ჯეფრი სტარი კანიე უესტთან რომანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
რამდენიმე დღის წინ ჰიპ-ჰოპ არტისტს 44 წელი შეუსრულდა. სტარმა გამოცემა E!-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ კანიესთან რომანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია უბრალოდ სასაცილოა და სიმართლეს არ შეესაბამება.
„კანიეს მუსიკა მართლაც საოცარია, თუმცა ის საჩემო არ არის. მე არაერთხელ გითხარით, რომ ის ჩემს გემოვნებას არ აკმაყოფილებს. მე მაღალი კაცები მომწონს“, – აცხადებს ჯეფრი.