2021 წელი სკანდალით დაიწყო. ბოლო ერთი კვირაა საზოგადოების ყურადღება ვარსკვლავური წყვილის, კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტისკენაა მიპყრობილი. ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავი და რეპერი ერთმანეთს 6 წლიანი ქორწინების შემდეგ შორდებიან. დასავლური მედია კი წერს, რომ ამის მიზეზი კანიეს ღალატია. ტაბლოიდების თქმით უესტმა მეუღლეს არატრადიციული ორიენტაციის ბლოგერთან, ჯეფრი სტართან უღალატა. აღნიშნულმა ინფორმაციამ ინტერნეტი ააფეთქა.
ჯეფრისა და კანიეს შესაძლო რომანის თეორიები „ტიკ ტოკიდან“, ავა ლუიზის ვიდეოდან დაიწყო. რამდენიმე წამიან ვიდეოში მან განაცხადა, რომ იცის კანიეს და კიმის განქორწინების რეალური მიზეზი და ეს გახლავთ რეპერის ღალატი მამაკაც ბლოგერთან. წყვილმა კომენტარი ამის შესახებ არ გააკეთა, თუმცა სკანდალს ჯეფრი სტარი გამოეხმაურა. მან ჩვეული იუმორითა და სარკაზით უარყო ყველა ჭორი.
„მე მარტო ვარ, არავისთან ვწევარ. ეს სისულელეა. აგიხსნით, მე მაღალი მამაკაცები მომწონს. მე და კანიეს ურთიერთობა არასდროს გვქონია“ – აცხადებს Jeffree Star Cosmetics-ის დამფუძნებელი.