LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანის“ კინოფესტივალმა 2020 წლის ფილმების სია გამოაქვეყნა – სიაში ქართველი რეჟისორის ნაშრომი მოხვდა

159
CANNES, FRANCE - MAY 11: The Cannes sign is seen on May 11, 2020 in Cannes, France. The 73rd Cannes Film festival was due to start on May 12, but due to the coronavirus crisis, the festival has cancelled its physical edition for 2020. The festival will collaborate with the fall festivals such as Venice Film Festival. The Coronavirus (COVID-19) pandemic has spread to many countries across the world, claiming over 280,000 lives and infecting over 4 million people. (Photo by Arnold Jerocki/Getty Images)

როგორც ცნობილია, „კანის“ კინოფესტივალი 12-23 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა, ის კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

კომიტეტმა 2067 ფილმი შეაფასა და მათგან საბოლოოდ, 56 ფილმი შეარჩია. გუშინ საღამოს „კანის“ კინოფესტივალის პრეზიდენტმა, პიერ ლესკიურმა და დირექტორმა, ტერი ფრემომ შერჩეული ფილმების სია გამოაქვეყნა.

სიაში სხვა უამრავ ფილმს შორის სული“ (Soul), კიდევ ერთხელ“ (Another Round), ფრანგი დისპეჩერი“ (The French Dispatch), „უკანასკნელი სიტყვები“(Last Words), „ვარდნა“ (Falling), „ჩვეულებრივი ვნება“(Passion Simple)  და ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ მოხვდნენ.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი ,,უხილავი სივრცეები” წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,ლეთა” აჩვენეს სექციაში ,,რეჟისორთა ორკვირეული”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები