LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კანონი მიიღონ ჩვენზე, ამას ვითხოვთ” – ვეტერანები პარლამენტში პენსიის მომატების მოთხოვნით მივიდნენ

250
vgMnYMUMFKpi.1200x1200

ხმაური პარლამენტში – ვეტერანები პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან ირაკლი სესიაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ. ომის ვეტერანები, ლაშა ქანთარია და ბადრი შუბლაძე ჯარისკაცებისთვის სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი განმარტებით, ირაკლი სესიაშვილთან შეხვედრა სხვადასხვა სოციალური პრობლემების გამო სურთ.

„ომის ვეტერანები ვართ და ღირსეულ ცხოვრებას ვითხოვთ…  მათხოვრები გაგვხადეს, ჩემი სისხლი დაღვარეს და აბუჩად აგვიგდეს… კანონი მიიღონ ჩვენზე, ამას ვითხოვთ.“

როგორც ვეტერანებს პარლამენტში განუცხადეს, ირაკლი სესიაშვილი ამჟამად ქვეყანაში არ არის, ის ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g