LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,კანონის მიღებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა უფრო დააშორა ევროინტეგრაციას” – მეთიუ მილერი

161
1710485498-1709634993-MILERI-1024x576-1

კანონის მიღებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა უფრო დააშორა ევროინტეგრაციას, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბლინკენმა განაცხადა, რომ ყველას, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს, შესაძლოა, არ მიეცეთ აშშ-ის ვიზების აღების უფლება

„საქართველოს პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს გაუქმებას ანტიდემოკრატიულ უცხოური გავლენის კანონპროექტზე, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს, რამაც კანონპროექტი კანონად აქცია. შეერთებული შტატები გმობს ამ ქმედებას. ამ კანონის მიღებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყო ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომლებიც კვირების განმავლობაში ქუჩაში გამოდიან აღნიშნული კანონის წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება და საქართველოს უახლოესი პარტნიორების შეფასება, რომლებმაც ნათლად გამოხატეს თავიანთი შეშფოთება, რომ კანონი მოახდენს სტიგმატიზაციას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, ასევე, შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას, ასევე, საფრთხეში აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას.

გასულ კვირას მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ყველას, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, ისევე როგორც მათ ოჯახის წევრებს, შესაძლოა, არ მიეცეთ აშშ-ის ვიზების აღების უფლება, ახლად გამოცხადებული პოლიტიკის მიხედვით, რომელიც გამორიცხავს შეერთებულ შტატებში გამგზავრებას. შეერთებულმა შტატებმა ასევე დაიწყო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. როგორც მდივანმა ბლინკენმა გასულ კვირას განაცხადა, ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას.

შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მუშაობენ დემოკრატიული და დასავლური მომავლისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ, უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საჭიროა საქართველოს წინსვლისთვის დასავლური მიმართულებით, რომელიც მის ხალხს სურს“, – აცხადებს მეთიუ მილერი. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

mazda magti 5g