LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, გრანტად ჩაითვლება თანხა, რომელსაც საელჩო გასცემს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე და მიმართული იქნება პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და საზოგადოებაზე ზეგავლენის მოსახდენად“ – გორდულაძე „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებზე

118
არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით გრანტად ჩაითვლება თანხა, რომელსაც საელჩო გასცემს რომელიმე ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე და მიმართული იქნება საქართველოში პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და საზოგადოებაზე ზეგავლენის მოსახდენად.

„როგორც ერთი თვის წინ, პარლამენტის მიერ მიღებული კანონიდან, ასევე ამ კანონპროექტით, თუ დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საელჩოს, თავისი ქვეყანა თანხას ჩაურიცხავს თავისი მიზნების განსახორციელებლად, კერძოდ, ვენის კონვენციის შესაბამისად საქმიანობისთვის, ეს იქნება თანამშრომლების დაქირავება, საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა, ამ ყველაფერს მთავრობასთან შეთანხმება არც მოქმედი კანონმდებლობით არ სჭირდებოდა და არც ცვლილებებით დასჭირდება. იმის გამო, რომ კითხვები გაჩნდა და მავანს შესაძლებლობა გაუჩნდა, რომ ეს ჩანაწერი ისე გამოეყენებინა, თითქოს, დიპლომატიურ წარმომადგენლებს საქმიანობას უკრძალავს ან ვინმე ხელს უშლის საქმიანობის განხორციელებაში, იმისათვის, რომ ასეთი ტყუილები არ გავრცელდეს და შესაძლებლობა არ ჰქონდათ, საქართველოს იმიჯი შელახულიყო, კონკრეტული ჩანაწერი კეთდება კანონში – თუ დიპლომატიურ წარმომადგენლობას თანხას თავისი ქვეყანა ჩაურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება და ის მთავრობასთან არ შეთანხმდება. ერთი წლის წინ, როცა კანონს ვიღებდით, კონკრეტულმა საელჩომ გრანტი ორ პირზე გასცა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მჭიდროდ დაკავშირებული იყვნენ. ისინი პარტიულ სიაში იყვნენ. თუ ასეთი ქმედება იქნება განხორციელებული, ანუ, საელჩო თანხას გასცემს რომელიმე ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე, რაც მიმართული იქნება საქართველოში პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და საზოგადოებაზე ზეგავლენის მოსახდენად, ეს გრანტად ჩაითვლება და მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს. თუ მთავრობისგან თანხმობას მიიღებს, მაშინ შეუძლია, გრანტი გასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრანტის გაცემისგან ან თავი უნდა შეიკავოს, ან პასუხისმგებლობა დაეკისრება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, დაგეგმილ ცვლილებებში განსაზღვრულია პოლიტიკური საქმიანობა, რაც პირდაპირი თარგმანია, FARA-ს კანონიდან.

„გრანტების შესახებ“ კანონში მარტივი ჩანაწერი და დაზუსტება კეთდება ზედმეტი ინსინუაციების გამოსარიცხად. განსაზღვრულია პოლიტიკური საქმიანობა, რაც პირდაპირი თარგმანია, FARA-ს კანონიდან. პოლიტიკური საქმიანობაზე გაცემული თანხები ითვლება, თუ იგი მიმართულია საზოგადოებაზე ზეგავლენის მოსახდენად, რომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს ან შეიცვალოს პოლიტიკა. აგრეთვე, თუ გამომდინარეობს აღნიშნული თანხების გადაცემა და საქმიანობის განხორციელება სხვა სახელმწიფოს ინტერესებიდან ან სხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან“, – აღნიშნა გორდულაძემ.

გორდულაძემ უპასუხა დაგეგმილ ცვლილებებზე საზოგადოების ნაწილის შეფასებებს. მისი თქმით, ატეხილი აჟიოტაჟი ჩვეულებრივი „ფეიკ ნიუსების” კამპანიაა:

„ეს გასაკვირი არ არის. ატეხილი აჟიოტაჟი ჩვეულებრივი „ფეიკ ნიუსების” კამპანიაა, რომელიც იმ ადამიანების მხრიდან არაერთხელ გვინახავს, რომლებიც საკუთარ თანხებს არ ასაჯაროებენ და საზოგადოებას არ ეუბნებიან, თუ ვისგან ფინანსდებიან და რა თანხებს ხარჯავენ. ასეთი ორგანიზაციების და მათი პატრონების ქმედებების გამო არაერთხელ იყო საკანონმდებლო ცვლილებები მიღებული, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას და ამავდროულად ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. ხომ საუბრობენ, რომ ისინი ქართველი ხალხის ხალხის წარმომადგენლები არიან, მაგრამ თანხების წარმომავლობის, განხორციელებული ქმედებების და საქმიანობების საჯაროობა არ უნდათ და არ დებენ პატივს ქართველ ხალხს, რომ ეს ყველაფერი მათ აუხსნან და მოახსენონ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პატრონების შავი ფულის ტრიალი ჩვენს ქვეყანაში როგორმე იყოს შენარჩუნებული. ჩვენ ეს მინიმუმამდე დაგვყავს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g