ბრიტანელმა მოდელმა და მსახიობმა კარა დელევინმა საყვარელ ქალთან ერთად პარიზში რომანტიკული შვებულება გაატარა. ტაბლოიდები წერენ, რომ ეიფელის კოშკში კარამ ენი კლარკს ხელი სთხოვა.
თვითმხილველი ჰყვება, რომ როდესაც კოშკის ლიფტით მაღლა ადიოდა, მეორე ლიფტში საყვარელი გოგონას წინ მუხლებზე დამდგარი დელევინი დაინახა, იგი კლარკს ცოლობას სთხოვდა.
23 წლის კარა და ამერიკელი მომღერალი ენი კლარკი ერთმანეთს გასული წლის მარტიდან ხვდებიან. ოქტომბერში, პარიზის მოდის კვირეულზე მათ ერთნაირი ბეჭდები ეკეთათ.