LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარაკასში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა

1550029411-246E0DEC-2145-4499-846C-EA83B06C970D-1024x668

კარაკასში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. ათიათასობით აქტივისტს წინ ხუან გუაიდო უძღოდა.

ლათინური ამერიკის სახელმწიფოს დროებითმა პრეზიდენტმა დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ უზურპატორმა ნიკოლას მადურომ პოსტი აუცილებლად უნდა დატოვოს.

ამასთან, დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსლვის დროს, ხუან გუაიდომ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დამხარება ნიკოლას მადუროს წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც შევა. ხუან გუაიდოს განცხადებით, 300 ათასამდე ვენესუელელი დაიღუპება, თუ ისინი ჰუმანიტარულ დახმარებას არ მიიღებენ, ასევე  მილიონამდე ადამიანს სამედიცინო მედიკამენტები ესაჭიროება.

ჰუმანიტარული ტვირთის ქვეყანაში შეტანის სავარაუდო თარიღად, გუაიდომ 23 თებერვალი დაასახელა.

ცოტა ხნის წინ ნიკოლას მადურომ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონის გგაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც ახლა კოლუმბიასთან არსებულ საზღვართან არის გაჩერებული, ქვეყანაში არავითარ შემთხვევაში არ შეუშვებს.

მადუროს განმარტებით, აღნიშნული გადაწვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების რეალური მიზნის გამო მიიღო. როგორც ნიკოლა მადურომ ინტერვიუში აღნიშნა, ამ გზით ვაშინგტონს ვენესუელაში ინტერვენციის გამართლება სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები