LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინიდან გამოსულ ბიზნესს პულსი ძლივს ესინჯებოდა და უცებ მსგავსი დარტყმა მივიღეთ – ივენთმენეჯერი ანა დათიაშვილი

692
BeFunky-collage - 2020-09-10T213854.894

„მინიმუმ 2 ან 3 დღით ადრე იყო შესაძლებელი, რომ ყოფილიყო რაიმე ტიპის კომუნიკაცია სახელმწიფოს მხრიდან სოციალური ღონისძიებების აკრძალვის თაობაზე“,-ამის შესახებ კომპანია „ივენთშოპის” დირექტორმა ანა დათიაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაუქმებული ღონისძიებების შედეგადად მიყენებული ზარალი დიდია და ეს არა მხოლოდ ამ დარგის ბიზნესს, არამედ მასთან დაკავშირებულ ათი ათასობით ადამიანს დატოვებს უმუშევრად.

„ფაქტიურად არანაირი გამოსავალი არ არსებობს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე თუ კიდევ უფრო გამკაცრდება რეგულაციები, არც კერძო სექტორიდან და არც სამთავრობო ღონისძიებებიდან ივენთ მენეჯერს ვერ ექნება გარანტია, რომ ღონისძიებებს გააკეთებს. შესაბამისად 10 ათასობით ადამიანი კვლავ უმუშევარი დარჩება.

გვესმის, რომ თანაცხოვრება გვიწევს კორონასთან ერთად, თუმცა თუ გონივრული რეგულაციებით არ ვიმოქმედებთ ვერ გადავრჩებით. თუ ასე გავჩერდებით, ძალიან ბევრი დარგი, რომელიც ჯაჭვურად არის დაკავშირებული ჩვენს ბიზნესთან ვერ გადარჩება.

როგორც „ივენთშოპის“ დირექტორმა აღნიშნა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, რომ გამოსავალი მოიძებნოს.

„საჭიოროა წესების შეთანხმება იმისთვის, რომ ვისწავლოთ თანაცხოვრება ამ ვირუსთან ერთად. ამას მსოფლიო მეტნაკლებად ახერხებს. შესაბამისად, სახელმწიფოს ამ დარგების წარმომადგენლებთან რაღაც ტიპის კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. სხვა შემთხვევაში, როდესაც დღეს ვგებულობთ, რომ ხვალიდან ამოქმედდება ამ ტიპის რეგულაციები და არ ექვემდებარება არანაირ მოლაპარაკებას, რათქმაუნდა ვზარალდებით მხოლოს და მხოლოს ჩვენ და ჩვენ უკან მდგომი უამრავი ადამიანი.

როგორც ხედავთ ისე უცებ მოხდა თუნდაც ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება რომ არავისთვის არაფერი არ უკითხავთ. ძალიან აქტიური სეზონია, კარანტინიდან გამოსულ ბიზნესს პულსი ესინჯებოდა და უცებ მსგავსი დარტყმა მივიღეთ“,-განაცხადა ანა დათიაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სოციალური ღონისძიებები, რაც გულისხმობს ქორწილებს, ქელეხებსა და იუბილეებს დღეიდან აიკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები