„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები შედის. კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. გადაწყვეტილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიიღო.
ამასთან, “კანონპროექტის გათვალისწინებით, კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დაისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.”
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცვლილებები უკვე მოამზადა.
ცვლილებებს დღის ბოლოს დაარეგისტრირებენ.