კარელიის რეგიონში მდებარე ტბაზე ექსკურსიის დროს ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 13 ბავშვი და ერთი ზრდასრული ადამიანი დაიღუპა, რამდენიმეს ამ დრომდე ეძებენ.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, უამინდობის გამო ორი ნავი გადატრიალდა.
გარდაცვლილები 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ. ინციდენტის ადგილას სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
კარელიაში ხვალ გლოვის დღეა.