LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი ამბავი: 4 წლის ბიჭუნამ ლეიკემია დაამარცხა – “დღეს გავაცილეთ სოხუმში, ჩემს, ჩვენს აფხაზეთში!

1212
BeFunky-collage (4)

4 წლის ნარტიკმა, რომელსაც ლეიკემიის რთული ფორმა დაუდგინდა და სამკურნალოდ აფხაზეთიდან თბილისში ჩამოიყვანეს, მძიმე დაავადება დაამარცხა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს დედა თინათინ ჩხვიმიანი, ბერი ანდრიას დედა და მისი სახელობის ფონდის დამაარსებელი, რომელიც სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მფარველობს და მკურნალობს.

“დღეს გავაცილეთ სოხუმში, ჩემს, ჩვენს აფხაზეთში, გავატანეთ სითბო და სიყვარული, უდიდესი მადლობა იაშვილის კლინიკის მედპერსონალს.

ნარტი აფხაზეთიდან რომ ჩამოიყვანეს, ლეიკემიის რთული და მძიმე ფორმა ჰქონდა. მთელი მკურნალობა გადასარევად გადაიტანა. ბოლო ოთხი თვე კვლევების რეჟიმში იყო ჩვენთან და გვითხრეს, რომ მას შეუძლია სახლში დაბრუნდეს.

ისე შევეჩვიე… გამოჯანმრთელდა და დღეს წავიდა სოხუმში. ასეთ მძიმე დაავადებას რომ ამარცხებენ და მერე გამოჯანმრთელებულ ბავშვს ვხედავ, ისე მიხარია და ისე ძალიან ბედნიერი ვარ, ვერ წარმოიდგენთ.

და როცა უკვე გამოჯანმრთელებულ ბავშვს სახლში ვუშვებთ, ყოველთვის მაქვს გამარჯვების შეგრძნება. ვთვლი, რომ მე და მამა ანდრიამ გავიმარჯვეთ”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები