კარგი ამბებია სამხრეთიდან, 41 დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტმა უკრაინელ მებრძოლებს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა.
“დღეს კარგი ამბებია სამხრეთიდან. უკრაინის დროშების რიცხვი, რომლებიც უბრუნდებიან თავიანთ კუთვნილ ადგილებს, უკვე ათეულობითაა. 41 დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გმირს, ვინც უზრუნველყოფს ამ წინსვლას. განსაკუთრებით აღვნიშნავ 28-ე ცალკეული მექანიზებული, 46-ე საჰაერო თავდასხმის, 60-ე ცალკეული ქვეითი და 128-ე ცალკე სამთო თავდასხმის ბრიგადის მებრძოლებს. მადლობა ბიჭებო”, – აცხადებს ზელენსკი.
შეგახსენებთ, 9 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერხი შოიგუმ და უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების ახალმა მეთაურმა სერხი სუროვიკინმა განაცხადეს, რომ რუსული არმია , სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს ტოვებდა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის არმიამ ხერსონის რაიონში 5 ხიდი ააფეთქა . ხერსონის დეპუტატმა სერხი ხლანმა ასევე განაცხადა , რომ “რუსების ფრონტი დაინგრა” და მათ დაიწყეს მასობრივი უკანდახევა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ხერსონიდან საოკუპაციო ჯარების ე.წ. გაყვანის შესახებ ინფორმაციას ვერც უარყოფენ და ვერც ადასტურებენ .
მიკოლაივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა, ოკუპანტებისგან ხერსონის განთავისუფლების პერსპექტივებსა და პირობებზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. ასევე, სულ უფრო ხშირად ისმის ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდებები, შეინარჩუნონ საინფორმაციო დუმილი სამხრეთ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიიმ, ხერსონიდან ოკუპანტების სავარაუდო გასვლის კომენტირებისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის “ჩვენი აქტიური მოქმედებების შედეგი”.
ამავე თემაზე:
Bloomberg: ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება
“რუსეთი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა” – ზახაროვა
რუსული მედია: რუსული ძალები ხერსონს ტოვებენ
შექმნილი რეალობის გათვალისწინებით რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის: ზახაროვა
ხერსონელებო, კეთილი იყოს სახლში დაბრუნება: არესტოვიჩი
კადიროვი: გენერალმა სუროვიკინმა გააკეთა რთული, მაგრამ სწორი არჩევანი