LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადიროვი: გენერალმა სუროვიკინმა გააკეთა რთული, მაგრამ სწორი არჩევანი

85
8ff013478e37ee5cc7bdd7eb03cea18a_XL

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს დღევანდელ ბრძანებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ხერსონიდან რუსული არმიის გაყვანის ბრძანება გასცა.

“სრულიად ვეთანხმები ბატონ პრიგოჟინის მოსაზრებას სუროვიკინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ევგენი ვიქტოროვიჩმა ძალიან ზუსტად აღნიშნა, რომ სუროვიკინმა გადაარჩინა ათასი ჯარისკაცი, რომელიც რეალურ გარემოცვაში იმყოფებოდნენ.

რუსული მედია: რუსული ძალები ხერსონს ტოვებენ

ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე აწონ-დაწონის შემდეგ, გენერალმა სუროვიკინმა გააკეთა რთული, მაგრამ სწორი არჩევანი უაზრო მსხვერპლსა და  ხმამაღალ განცხადებებს შორის და ჯარისკაცების ფასდაუდებელი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.

ხერსონი ძალიან რთული ტერიტორიაა საბრძოლო მასალის სტაბილური რეგულარული მომარაგებისა და ძლიერი, საიმედო უკანა მხარის ფორმირების შესაძლებლობის გარეშე. რატომ არ გაკეთდა ეს სპეცოპერაციის პირველივე დღიდან? – ეს სხვა კითხვაა, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში გენერალი გონივრულად და შორსმჭვრეტელად მოიქცა – მან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა და გადაჯგუფების ბრძანება გასცა.

შექმნილი რეალობის გათვალისწინებით რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის: ზახაროვა

ასე რომ, ხერსონის “ჩაბარებაზე” ლაპარაკი ზედმეტია. აბარებენ ჯარისკაცებით, სუროვიკინმა კი, ჯარისკაცებიც გადაარჩინა და სტრატეგიულად მეტად ხელსაყრელ, უსაფრთხო პოზიციასაც დაიკავებს”, – განაცხადა კადიროვმა.

ხერსონელებო, კეთილი იყოს სახლში დაბრუნება: არესტოვიჩი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g