პენელოპა კრუსი, რომელიც ცოტა ხნის წინ 46 წლის გახდა, ცნობილი გამოცემის, Red Magazine-ის ახალი ნომრის გმირია. ვარსკვლავმა ჟურნალის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და გულახდილი ინტერვიუც მისცა.
მსახიობმა თავის მოვლის საიდუმლოზე, კარგი განწყობის შენარჩუნების აუცილებლობასა და ხალხმრავალ წვეულებებზე ისაუბრა: „კარგი განწყობა მაკიაჟსა და ვარცხნილობას არ მოაქვს, მთავარი ჯანმრთელობაა“ – ამბობს მსახიობი.
ახალ ფოტოებზე პენელოპა სამ სხვადასხვა ფერისა და სტილის კაბებში პოზირებს.