ეკა კახიანის უმცროსი შვილი, ქეთო თოფურიძე, რომელიც დედასთან და დებთან ერთად საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდება, ამჟამად ოჯახის წევრებთან ერთად ესპანეთის კურორტ მარბელაზე ისვენებს.
ქეთო თოფურიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობს და საკუთარ გამომწერებს ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ის „ინსტაგრამის“ სთორიში გამომწერების შეკითხვებს პასუხობს.
როგორც ქეთო თოფურიძე კითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, ის ამ ეტაპზე დუბაიში ცხოვრობს.
„ზაფხულში ამინდის გარდა ყველაფერი ძალიან მომწონს [დუბაიში]. ცხოვრების ხარისხი, უსაფრთხო გარემო, სისუფთავე და რაც მთავარია, უსაზღვრო შესაძლებლობები. მთავარია მონდომება და აქ ყველაფერი შესაძლებელია“, – წერს ქეთო თოფურიძე.

ქეთო თოფურიძე ასევე პასუხობს შეკითხვას, თუ როგორ უმკლავდება მასზე გავრცელებულ ჭორებს:
„კარგი იქნება, სცადონ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ, აღმოჩნდება, რომ ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე სხვების კრიტიკა“, – აღნიშნავს ქეთო თოფურიძე.

გამომწერები ასევე დაინტერესდნენ ქეთო თოფურიძის განათლებით და ასევე ჰკითხეს, რომელ ქვეყანაში გეგმავს მაგისტრატურას.
„ბაკალავრი დავამთავრე ბიზნესადმინისტირრება. მენეჯმენტი. პერიოდულად ვიღებ სხვადასხვა კურსს ფინანსების და მენეჯმენტის მიმართულებით, გააჩნია, იმ მომენტში რა მჭირდება…
[მაგისტრატურას] ლონდონში. წელს ვაპირებდი, მაგრამ დუბაიმ შეცვალა გეგმა. აუცილებლად გავაკეთებ MBA-ს უახლოეს წლებში. დიდი მადლობა“, – წერს ქეთო თოფურიძე.

„26 წელი… მადლიერი“ – ქეთო თოფურიძე კანიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს