რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს მომღერალი, გიგი დედალამაზიშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე, ახალ ბიზნეს-პროექტსა და ოჯახზე ისაუბრა.
ოჯახზე საუბრისას მომღერალი ამბობს, რომ ცდილობს მეტი თავისუფლება მისცეს შვილებს.
მომღერალმა მეუღლის, მარინა კარპის შესახებაც მოუყვა „არტ-FM“-ს და თქვა, რომ მეუღლე მისი ცხოვრების აზრია:
„მალე კლიპი გამოვა „ასკინკილას“ ჰიმნზე, რომელიც პირველ საბავშვო კომპოზიციაა „მგზავრების“ რეპერტუარში“ – გიგი დედალამაზიშვილი პრემიერით „არტ-FM“-ში
რადიო„ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს გიგი დედალამაზაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებით ცხოვრებაზე, ახალ ბიზნეს-პროექტზე ისაუბრა და ახალი სიმღერა „ასკინკილა“ შესთავაზა მსმენელს.
„არ ვიცი, ალბათ კარგი მამა ვარ, ყოველ შემთხვევაში სიჯიუტე და სიმკაცრე არ მახასიათებს. არ მიყვარს ზედმეტად ჭკუის სწავლება, ვცდილობ მეტი თავისუფლება მივცე შვილებს და მათი კარგი მეგობარი გავხდე. არცერთს არ იტაცებს მუსიკა, ამიტომ არც ვაძალებ. მეც ასე თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე გამზარდეს მშობლებმა და ვცდილობ, მეც მათსავით კარგი მშობელი ვიყო.
კარგი მეუღლე ვარ, მაგრამ უკეთესიც შემიძლია ვიყო, რადგან ხშირად მავიწყდება, რომ მეორე ნახევარს მეტი ყურადღება, სითბო და სიყვარული სჭირდება. მარინა ჩემი ცხოვრების აზრია და მის გარეშე ვერც საკუთარი წარმომიდგენია, თუმცა ხშირად მავიწყდება გრძნობების გამოხატვა“, – ამბობს მომღერალი რადიო „ფორტუნასთან“ ინტერვიუში, რომელსაც ვრცლად გაეცნობით მითითებულ ბმულზე.