„კარი თუ ღიაა, ერთი ადგილი შენ უნდა გქონდეს, რომ გოლი გაიტანო“, – ამ განცხადებით „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ უპასუხა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ NATO-ს წევრი“.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, კალაძეს საფეხბურთო ენაზე უპასუხა:
„ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას შენ?! NATO-ს ქოლგაა ერთადერთი გარანტი“ – კობახიძე აშშ-ის სამხედრო ბაზის აშენებაზე ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს
„ერთადერთი, რამაც საქართველოს შეიძლება მისცეს უსაფრთხოების გარანტია, არსებულ ვითარებაში, ეს არის ნატო-ს წევრობა“
„მე საფეხბურთო ენაზე ვუპასუხებდი ბატონ კალაძეს. კარი თუ ღიაა, ერთი ადგილი შენ უნდა გქონდეს, რომ იმ კარში გოლი გაიტანო და სხვისი გატანილი გოლის იმედად არ შეიძლება ყოფნა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის [NATO] წევრობა იქნება.