ბიონსეს ჰიტებს – Single Ladies (Put a Ring On It) და Halo ბრილიანტის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ სინგლებით, რომლებიც არტისტის 2008 წლის მესამე სტუდიური ალბომის – I Am… Sasha Fierce ნაწილია, მან კარიერის განმავლობაში ბრილიანტის სერტიფიკატები პირველად მიიღო.
შედეგად, ბიონსე პირველ ქალ შემსრულებლად იქცა, რომელსაც მისი შემოქმედებისთვის RIIA-მ ყველაზე მეტი, 103 სხვადასხვა სერტიფიკატი გადასცა.
ცნობისთვის, ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის წესდებით, მას შემდეგ, რაც სიმღერის თუ ალბომის 1 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდება, ის პლატინის სტატუსის ხდება. 10 პლატინის სტატუსი ავტომატურად, 10 მილიონი ჩანაწერის გაყიდვას გულისხმობს, რაც ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის უმაღლეს – ბრილიანტის სერტიფიკატს წარმოადგენს.
გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, ბრილიანტის სტატუსი მუსიკის ისტორიაში 164 ჩანაწერს აქვს.