LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში დაიბარეს

61
ვახტანგ მახარობლიშვილი

საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში დაიბარეს. მას კითხვებს სუს-ის მოსმენების შესახებ დაუსვამენ. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

კარლ ჰარცელის ინფორმაციით, მახარობლიშვილი ბრიუსელში გუშინ დაიბარეს. მისი თქმით, ქვეყანაში ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით ბრიუსელის რეაქცია უკვე იციან.

„ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, იმიტომ, რომ ეს კითხვებს აჩენს. იცით, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებს ვენის კონვენცია არეგულირებს. არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ისეთი ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც საქართველოა, ასეთ მოქმედებებშია ჩართული.

ამ მიზეზით, გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში შეხვედრაზე დაიბარეს ბრიუსელში, ევროკავშირის სათავო ოფისში, იმისთვის, რომ პოზიციები ყოფილიყო გარკვეული და შემდგომი სათანადო ნაბიჯები იქნას გადადგმული,“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები