LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება… საქართველო მიჩნეულია უსაფრთხო სახელმწიფოდ“ – ბელგიაში საქართველოს ელჩი

125
ვახტანგ მახარობლიშვილი

ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება. დიპლომატის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველო უსაფრთხო სახელმწიფოდაა მიჩნეული.

„უვიზო რეჟიმის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა. უფრო მეტიც, დღეს მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა და ბუნებრივია, ეს თემა აუცილებლად გაჟღერდებოდა, რამე საფრთხე რომ ყოფილიყო, აღნიშნული მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ზოგადად, ევროკავშირის მხრიდან, საქართველო მიჩნეულია როგორც უსაფრთხო სახელმწიფო”, – აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.