LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლ ლაგერფელდი მოდის სამყაროს ემშვიდობება

83

ინსაიდერების მტკიცებით, Chanel-ის მოდის სახლის ჩვენება კუბაში ბოლო იქნება კარლ ლაგერფელდისთვის. ცნობილია, რომ დიზაინერი უკვე 83 წლისაა, თუმცა მის ოფიციალურ საიტზე 73 წელია მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ლაგერფელდს წასვლაზე განცხადება არასოდეს გაუკეთებია, ეს ინფორმაცია მედიამ უკვე აიტაცა.

ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა შემცვლელზე ვერსიებიც კი არ არსებობს, რადგან Chanel-ის მოდის სახლის წარმოდგენა კარლ ლაგერფელდის გარეშე შეუძლებელია. მას ხშირად ადარებდნენ თავად კოკო შანელს, რომელიც თავისი შრომისმოყვარეობით  იყო ცნობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g