LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასილიასი ევროპის რეკორდსმენია: ვინ დაეწევა ესპანელ ლეგენდას

82

პორტუგალიური “პორტუს” ლეგენდარულმა ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი ევროთასებზე ნატამაშები მატჩების მიხედვით რეკორდსმენი გახდა.
საქმე ისაა, რომ 35 წლის გოლკიპერისთვის “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ევროტურნირების ეგიდით 175-ე გახლდათ და ეს შედეგი მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა.

კასილიასმა კიდევ ერთი ლეგენდა, „მილანში“ მოთამაშე იტალიელი პაოლო მალდინი ჩამოიტოვა, რომელსაც თავის დროზე ევროსარბიელზე 174 თამაში აქვს ჩატარებული.

მოქმედი მოთამაშეების შორის კასილიასთან ყველაზე ახლოს არიან ხავი (173), ჯანლუიჯი ბუფონი (146) და კრიშტიანო რონალდო (142).

2015 წელს „პორტუში“ გადასვლამდე კასილიასი 17 წელი მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები