LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კასტელო მარე“ All inclusive მომსახურებაზე გადადის და მომხმარებელს პოსტ-კოვიდ გამაჯანსაღებელ პაკეტებს სთავაზობს

593
DJI-0174

ციხისძირში მდებარე სასტუმრო „კასტელო მარე“ შემოდგომის სეზონს სიახლეებით ხვდება და დამსვენებლებს 2 დიდ და მნიშვნელოვან სიახლეს ჰპირდება: ისტორიაში პირველად, სასტუმრო All inclusive მომსახურებაზე გადადის, გარდა ამისა, ის მომხმარებელს პოსტ-კოვიდ გამაჯანსაღებელ პაკეტებს შესთავაზებს.

მიმდინარე სიახლეების შესახებ და 2021 წლის ზაფხულის სეზონის სტატისტიკაზე fortuna.ge „კასტელო მარეს“ მენეჯმენტს ესაუბრა.

-რა სიახლეებით ხვდება „კასტელო მარე“ შემოდგომის სეზონს?

ხავერდოვანი სეზონი სიახლეებით და კარგი ამბებით დავიწყეთ. წელს პირველად, ორ დიდ  სიახლეს ვთავაზობთ ჩვენს დამსვენებელს, კერძოდ: 1 ოქტომბრიდან სასტუმრო გადადის ე.წ  All inclusive მომსახურებაზე და ნომრის ღირებულება მოიცავს: 3-ჯერად კვებას, უალკჰოლო და ალკჰოლურ სასმელებს, აუზებს, „ოტიუმ სპას“ ცხელ ზონას და სხვადასხვა გასართობ საშუალებებს, მათ შორის ბოულინგსაც.

მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა – „ოტიუმ სპას“ კოვიდის შემდგომი სარეაბილიტაციო პროგრამები. თერაპიული კურსი 3-14 დღიანია და მოიცავს რამდენიმე პროგრამას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და საჭიროების გათვალისწინებით.

საქართველოს მოქალაქეებს, ვთავაზობთ სპეციალურ ფასს: 1 ოქტომბრამდე გაკეთებულ წინასწარ ჯავშნებზე 20%-იანი ფასდაკლება გვაქვს, როგორც ნომერში განთავსებაზე, ასევე სარეაბილიტაციო პაკეტებზე. გარდა ამისა, ვგეგმავთ ტრადიციული მანდარინობის ფესტივალის ჩატარებას, იმედი გვაქვს ეპიდსიტუაცია მოგვცემს ამის შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ გავახარებთ ჩვენ სტუმრებს.

-რა არის ის მთავარი ღირსება, რითაც „კასტელო მარე“ მომხმარებელს იზიდავს?

პირველ რიგში, მაინც უნიკალური მდებარეობა. სუბტროპიკული ჰავა და საოცარი ხედები. ოთახების უმეტესობას პანორმაული ხედები აქვს ზღვაზე, მეორეს მხრივ ტყის საფარი, რომელიც მთელი საუკუნის განმავლობაში განაშენიანდა და უნიკალური ჯიშებისგან შედგება. თან, ამ გარემოში 5 ვარკვლავიანი მომსახურება, პანორმული აუზით, რომელიც ზღვის წყლით მარაგდება. ბოლო 2 სეზონია, განვაახლეთ სამზარეულო და სრულიად ახალი სარესტორნო მენიუ შევიმუშავეთ, მოდერნიზებული ქართული და უცხოური კერძებით. ეს ყველაფერი კომპლექსში ქმნის დასვენებისა და სრული რელაქსის მიღების შესაძლებლობას. ამიტომ, ვინც ერთხელ გვსტუმრობს, ნამდვილად არ რჩება გულგრილი. უამრავი ერთგული და მუდმივი სტუმარი გვყავს, რომელიც ჩამოდის ზაფხულშიც და წლის ნებისმიერ სეზონზე.

-როგორი იყო მიმდინარე წლის ზაფხული „კასტელო მარესთვის“?

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონი ნამდვილად დადებითი იყო როგორც შემოსავლების, ისე დატვირთულობის კუთხით, რაც განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ტურიზმის სექტორმა გასულ წელთან შედარებით ამოისუნთქა. დღევანდელი მონაცემებით, საშუალო წლიური შემოსავალი 25%-ით გაიზარდა, წინა წელთან შედარებით. ივნისი-აგვისტოს საშუალო დატვირთულობა 75%-იყო, რაც რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროს რესურსის თითქმის მაქსიმუმია. წელს მოთხოვნა უფრო მაღალი იყო, ვიდრე რეალურად განთავსების შესაძლებლობა გვაქვს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხარჯების კუთხით სიტუაცია ნამდვილად არ არის სახარბიელო: თუნდაც ის, რომ გაიზარდა სურსათის, საწვავის და ა.შ. ღირებულება და დამატებით გაჩნდა აუცილებლობა პირბადეების, თუ სხვა დამცავი საშუალებების შესყიდვისა – ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ხარჯის ნაწილი საკმაოდ გაზარდა.

ივლისიდან კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებლების სტატისტიკის ზრდამ და დამატებითი რეგულაციების დაწესებამ კონფერენციებზე თუ სოციალურ ღონისძიებებზე, აგვისტოში გარკვეული ფინანსური დანაკარგებიც გამოიწვია: გაუქმდა კონფერენციები, კორპორატიული ღონისძიებები და საქორწილო ფოტოსესიები. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხეთ, რომ შეგვენარჩუნებინა მაღალი დატვირთულობა.

ყველა ჩვენი სტუმარი შემოსვლისას გადის ტესტირებას, ჩვენი თანამშრომლებიც რეგულარულად იტესტებიან, რა თქმა უნდა, ვიცავთ რეგულაციებს პირნათლად და ერთგვარად უსაფრთხო გარემომაც შექმნა ის სიტუაცია, რომ მომხმარებელს ჰქონდათ ნდობა და არ უშინდებოდნენ ჩამოსვლას და დასვენებას.

ვინ არიან წელს თქვენი სტუმრები – ადგილობრივები ჭარბობენ, თუ უცხოელები? 

წელს ჩვენი დამსვენებლის 60%-ს შეადგენს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. უცხოელი სტუმრების უმეტესი წილი ნაწილდება უზბეკეთსა და პოლონეთზე. შემდეგ, ყაზახეთი, უკრაინა და მეზობელი ქვეყნები მოდის, გვყავს მცირე რაოდენობა გალფის ქვეყნებიდან და ე.წ „ჰანიმუნერები“. ონლაინ პლატფორმებიდან შემოსულ ჯავშნებს შორის, ვიზიტორების მაღალი მაჩვენებელი იყო ლატვიიდან, გერმანიიდან და ბელორუსიიდან. ასევე, ძალიან საინტერესო სტატისტიკაა, რომ წელს ბევრი ქართველი ემიგრანტი გვსტუმრობდა ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან.

-თუ სთავაზობთ მომხმარებელს პერიოდულად გარკვეული ტიპის შეღავათებს და უმეტესად, რა პერიოდში?

როგორც აღვნიშნეთ, ქართველი დამსვენებლის სტატისტიკა გაზრდილია, რაც იმან განაპირობა, რომ მუდმივად ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა აქციებსა და ფასდაკლებებს, მათ შორის ცხელ სეზონზეც კი.

ამჟამად კი მიმდინარე all inclusive პაკეტი – საქართველოს მოქალაქეებისთვის 20%-იანი ფასდაკლებით გვაქვს, ეს აქცია პირველ ოქტომბერს დასრულდება და მსურველებმა უნდა იჩქარონ, რომ შეძლონ ამ შეღავათით სარგებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები