LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და ბოროტის მსურველი – საპატრიარქოს განცხადება

786
მამაო

საპატრიარქო მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმაურება და წერს, რომ საპატრიარქოსთვის “კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი.” ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

“ვეხმაურებით აღიარებული მეცო-სოპრანოს, ქ-ნ ანიტა რაჭველიშვილის მიერ facebook სივრცეში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის, მიერ მის მიმართ გამოთქმულ კომენტარს ეხება და რომლმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი.
მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
ასევე, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილის შემოქმედების მიმართ, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს მსოფლიოს დიდ სცენაზე.”

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=144580330265889&id=104355037621752&__tn__=-R

ცნობისთვის, არქიმანდრიტი ბართლომე ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერას მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. ცნობილი მეცო-სოპრანო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სქრინი, სადაც არქიმანდრიტი წერს: „ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“. 

ანიტა რაჭველიშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირი ივანიშვილების ოჯახის მოძღვარია.

შეგახსენებთ, მომღერალი ბერას მიერ ამაზონის ტყისთვის თანხის გადარიცხვას გამოეხმაურა და ის სოციალურ ქსელში გააკრიტიკა.

“ანიტა რაჭველიშვილი გადავიდა ზღვარს” – არქიმანდრიტის პირველი განმარტება (ვიდეო)

“ვაი შე საცოდაო მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს!”, – წერს რაჭველიშვილი.

ბერა ივანიშვილი ამაზონის ჯუნგლების აღდგენისთვის ერთ მილიონ დოლარს გამოყოფს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები