LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი რიგგარეშე მობილობას აცხადებს

349

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს რიგგარეშე მობილობას. მობილობა შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს შეეხება:

  • მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 100 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
  • ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 100 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
  • ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 100 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
  • სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 150 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
  • სამართლის სამაგისტრო პროგრამა – 19 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხოენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 100 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
  • ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 31 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
  • ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 31 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
  • ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I წელს;
  • ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხოენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);

მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი.

მობილობის პროცესში ჩართვის უფლება აქვთ: შპს – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის, შპს – ევრო რეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის, შპს – თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს -საქართველოს ბიზნეს აკადემიის – SBA სტუდენტებს, აგრეთვე იმ პირებს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართეს შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტს.

რიგგარეშე მობილობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, გამარტივებული წესით გაიარონ რეგისტრაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მისამართი: ჩარგლის ქ. N73, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატი) 16 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
  • ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;*
  • სტუდენტის სტატუსის ცნობად ამოწმებული ბეჭდით;*
  • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.*

შენიშვნა 1: * ნიშნით აღნიშნული საბუთი მოითხოვება მხოლოდ მობილობით გადმომსვლელი სტუდენტისათვის და არა გადმომსვლელი აბიტურიენტებისათვის.

რიგგარეშე მობილობა ხორციელდებას სიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება N931/ი-ის საფუძველზე.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g