LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო

135
Online Lecture-cover

16 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, გაზაფხულის სემესტრი ჩვეულ რეჟიმში, დისტანციური ფორმატით საპილოტე რეჟიმში დაიწყო.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტი, რომელმაც სწავლების ონლაინ პლატფორმა უმოკლეს დროში აამოქმედა და მოახერხა ყველა პროგრამის ამ მიმართულებით ადაპტაცია.

სტუდენტებს ლექციების მოსმენა სასწავლო პროცესის მართვის სისტემა „გონის“ მეშვეობით შეუძლიათ. ასევე, გააქტიურებულია Webex-ის პლატორმა, რომელიც ლექტორებსა და სტუდენტებს ონლაინ კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და დეკანატები დისტანციური სწავლების შეუფერხებლად წარმართვისთვის, სტუდენტებს მუდმივრეჟიმში აწვდიან ინფორმაციას ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

უნივერსიტეტმა ჩაატარა სტუდენტების და ლექტორების ტრენინგები, ასევე გადაამზადა ადმინისტრაციული პერსონალი.

დისტანციური სწავლების რეჟიმი უნივერსიტეტში 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ კი მისი გახანგრძლივება ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასა და შესაბამისი სტრუქტურების მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული.

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს კლინიკური კურაციები 1 აპრილიდან დაეწყებათ.

უცხოელ სტუდენტებს, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს სასწავლო პროცესი 1 აპრილიდან, ხოლო 30 მარტიდან საპილოტე რეჟიმში დაეწყებათ. მათი სასწავლო ფორმატი  დამოკიდებული იქნება ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას გაუწიოს აქტიური დახმარება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც აქვთ სურვილი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g