LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

95

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი  და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას გამართავს, სახელწოდებით:„ევროკავშირთან ასოცირების შეთნხმება:  სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები“.

როგორც ”ფორტუნას” კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონფერენცია 2016 წლის 11-13 ნოემბერს ჩატარდება, სამუშაო ენები კი იქნება: ქართული, ინგლისური და  რუსული.

მათივე ინფორმაციით , კონფერენციის მიზანია, მეცნიერულ საფუძველზე დაყრდნობით, თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევების გამოყენებით, ცხადყოს ასოცირების შეთანხმების დადებითი და უარყოფითი მხარეები.   კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ექსპერტები, ახალგაზრდა მკვლევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

კსუ-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის კიდევ ერთი მიზანი სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება და ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების განვითარებაა. თემატიკიდან გამომდინარე, კონფერენცია ინტერდისციპლინურია. აქ იმუშავებს შემდეგი სექციები:

  1. სამართლის სექცია;
  2. ბიზნესისა და ეკონომიკის სექცია;
  3. სოციალურ მეცნიერებათა სექცია.

როგორც უნივერსიტეტში განმარტეს, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი.

 

იხილეთ დეტალური ინფორმაცია.

magti 5g