”კავკასუს კრედიტი” მომხმარებელს ბიზნეს სესხებს განსაკუთრებული პირობით სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”კავკასუს კრედიტი” საქართველოს საფინანსო ბაზარზე არის ერთადერთი კომპანია, რომელიც გასცემს ბიზნეს სესხებს 30000 ლარამდე ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე და ამასთან, მხოლოდ ერთ დღეში.
მათივე ინფორმაციით, ”კავკასუს კრედიტი” ამ ეტაპზე მომხმარებელს სთავაზობს ბიზნეს და სამომხმარებლო სესხებს, უახლოეს მომავალში კი ავტო სესხებსაც შესთავაზებს.
ცნობისთვის, ”კავკასუს კრედიტი” ფინანსურ ბაზარზე წარმოდგენილია 2016 წლის მაისიდან. აქვს 4 ფილიალი თბილისში (ვერა, დიდუბე, გლდანი, ვარკეთილი) და 2017 წელს გეგმავს გაფართოებას რეგიონებში (ქუთაისი, ბათუმი).
”დაარსების დღიდან ”კავკასუს კრედიტის” მთავარი ფასეულობაა სერვისის კომფორტულობა და მისი მომხმარებლის ინტერესებისთვის შესაბამება. ყოველი ახალი პროდუქტის შექმნისას, ვითვალისწინებთ მომხმარებლის სავარაუდო მოთხოვნებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, სერვისი, რომელიც პროდუქტის მიწოდების პირდაპირი ბერკეტია, იყოს მოქნილი, მორგებული და ორიენტირებული მომხმარებელთა ინტერესებსა და მოთხოვნებზე”, – განმარტეს კომპანიაში.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://caucasuscredit.ge; ან დარეკოთ: 2 330330