ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი და ქეთი დოლიძე გადაცემა “არჩევანში” გააკრიტიკა:
კავსაძეები, ბერიკაშვილები, დოლიძეები, შენგელაიები, – ამათ დაღუპეს საქართველო, ამათ გაყიდეს საქართველო. მიშას გვერდზეც ესენი იდგნენ, ივანიშვილის გვერდზეც ესენი დგანან. ესენი არიან კლასიკური კოლონიური ინტელიგენცია და მათი დრო უნდა დამთავრდეს.
